უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ - მინსკში საპროტესტო გამოსვლების დროს 47 ადამიანი დააკავეს, 119 პირი დაკავებულია ქვეყნის რეგიონებში
უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ - მინსკში საპროტესტო გამოსვლების დროს 47 ადამიანი დააკავეს, 119 პირი დაკავებულია ქვეყნის რეგიონებში

უფლებადამცველი ცენტრის „ვესნას“ მონაცემებით, მინსკში საპროტესტო გამოსვლების დროს 47 ადამიანი დააკავეს. ორგანიზაციის ცნობით, 119 პირი დაკავებულია ქვეყნის რეგიონებში.

ამასთან, დაკავებულების რაოდენობასთან დაკავშირებით ბელარუსის მთავრობას ოფიციალური მონაცემები არ გაუვრცელებია.

მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება. დემონსტრანტები ქუჩებში საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზიტპოლების მონაცემების გამოცხადების შემდეგ გავიდნენ. მინსკში მობილიზებულია შინაგანი ჯარის დანაყოფები და სპეცტექნიკა. უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და ხმოვან ყუმბარებს იყენებენ. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა.