უფლებადამცველებმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია „შემახე ამნისტია“ გამართეს

11:56, 04.09.2020

უფლებადამცველებმა ქუთაისის N2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან აქცია „შემახე ამნისტია“ გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, განსაკუთრებით შეიზღუდა და დაირღვა პატიმრების უფლებები პანდემიის დროს. ქუთაისელი ადვოკატები სოლიდარობას უცხადებენ თბილისელ კოლეგებს, რომლებმაც საყოველთაო ამნისტიის შესახებ პარლამენტში კანონპროექტი შეიტანეს. ადვოკატები ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ. აქციას შეუერთდნენ პატიმრების ოჯახის წევრებიც.

მსგავსი