უფლებადამცველების ინფორმაციით, იდლიბის პროვინციაში ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა
უფლებადამცველების ინფორმაციით, იდლიბის პროვინციაში ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა

სირიაში, იდლიბის პროვინციაში განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამოქალაქო თავდაცვის ჯგუფის „თეთრი ჩაფხუტების“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ამოჰყავთ მოხალისეებს დაშავებული ადამიანები, მათ შორის ბავშვები ნანგრევებიდან.

უფლებადამცველები ავიადარტყმებზე პასუხისმგებლობას სირიის ძალებსა და ბაშარ ასადის მოკავშირე რუსეთს აკისრებენ.