უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვესნაში“ აცხადებენ, რომ ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ნაჩვენები ინტერვიუ, რომელშიც რომან პროტასევიჩი ბრალს აღიარებს, ზეწოლის ქვეშაა ჩაწერილი
უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვესნაში“ აცხადებენ, რომ ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ნაჩვენები ინტერვიუ, რომელშიც რომან პროტასევიჩი ბრალს აღიარებს, ზეწოლის ქვეშაა ჩაწერილი

ბელარუსულ უფლებადამცველ ორგანიზაცია „ვესნაში აცხადებენ, რომ ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ნაჩვენები ინტერვიუ, რომელშიც ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი ბრალს აღიარებს, ზეწოლის ქვეშაა ჩაწერილი.

„ყველაფერი, რასაც ის ამბობს, პროპაგანდაა, რასაც საფუძველი არ გააჩნია“, – აცხადებს უფლებადამცველი ცენტრ „ვესნას“ ხელმძღვანელი ალეს ბელიაცკი.

ბელიაცკის თქმით, ბელარუსულმა სპეცსამსახურებმა აიძულეს პროტასევიჩს, ბრალი ეღიარებინა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტი პორტასევიჩი ბრალს აღიარებს.

პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, მას შემდეგ რაც ბელარუსის მთავრობამ აიძულა ათენი-ვილნიუსის რეისი, მინსკში აეროპორტში დამჯდარიყო.

ბელარუსში პროტასევიჩი ტერორისტების სიაში ფიგურირებს. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალისტი შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ.