UFC | რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე მიშელ პერეირა იქნება #1TVSPORT
UFC | რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე მიშელ პერეირა იქნება #1TVSPORT

UFC-ის ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის ბრძოლა ენტონი ერნანდესთან გაუქმდა. 30 წლის ამერიკელმა ტრავმა მიიღო და დოლიძესთან დაპირისპირებას ვერ შეძლებს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ორგანიზაციამ რომანს ახალი მოწინააღმდეგე უკვე შეურჩია და ის მიშელ პერეირა იქნება. ღონისძიება 9 ივნისს ლუისვილში გაიმართება და სამრაუნდიანი იქნება.

პერეირას კარიერაში 44 ბრძოლა აქვს ჩატარებული. 30 წლის ბრაზილიელმა ოქტაგონი გამარჯვებულის რანგში 31-ჯერ დატოვა. ის საშუალო წონაში მე-13 ადგილზეა და ზედიზედ 8 გამარჯვება აქვს.

რაც შეეხება რომან დოლიძეს, ის რეიტინგში მე-11 პოზიციაზეა. MMA-ში 35 წლის ქართველმა 12-ჯერ მოიგო და 3-ჯერ დამარცხდა.