UFC 300 | ალექს პერეირამ და ვეილი ჟენგმა საჩემპიონო ქამრები შეინარჩუნეს #1TVSPORT
UFC 300 | ალექს პერეირამ და ვეილი ჟენგმა საჩემპიონო ქამრები შეინარჩუნეს #1TVSPORT

ლას ვეგასში MMA-ს ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის, UFC-ის საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, სადაც ორი საჩემპიონო ქამარი თამაშდებოდა.

UFC 300-ის მთავარ ბრძოლაში ქვემძიმე წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ალექს პერეირამ დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი ჰამალ ჰილი პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

ქალთა შორის მინიმალური წონის ქამრისთვის ჩინელმა ვეილი ჟენგმა თანამემამულე იან შაონანს, მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ხუთრაუნდიან ბრძოლაში სძლია და ტიტული დაიცვა.

ძალიან საინტერესო გამოვიდა მსუბუქ წონაში გამართულ ბრძოლა მაქს ჰოლოუეისა და ჯასტინ გეიჯის შორის. ჰოლოვეიმ მეტოქე მეხუთე რაუნდის ბოლო წამზე ნოკაუტით დაამარცხა. ეს ყველაზე გვიანი ნოკაუტი იყო UFC-ის ისტორიაში.

ჩხუბის დასრულების შემდეგ ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია. სავარაუდოდ, მათი ბრძოლა წლის მეორე ნახევარში შედგება.