უესლი სნეიდერი - „აიაქსს“ სწორ გზაზე დაბრუნებაში ლუი ვან გაალი დაეხმარება #1TVSPORT
უესლი სნეიდერი - „აიაქსს“ სწორ გზაზე დაბრუნებაში ლუი ვან გაალი დაეხმარება #1TVSPORT

უესლი სნეიდერმა „უტრეხტთან“ „აიაქსის“ წაგების (3:4) შემდეგ განაცხადა, რომ გუნდის კატასტროფული შედეგები მხოლოდ მთავარი მწვრთნელის, მორის სტეინის ბრალი არ არის – ნიდერლანდების ნაკრებისა და „აიაქსის“ ყოფილი ვარსკვლავი მიიჩნევს, რომ მოთამაშეები არასწორად შეარჩიეს.

„წარუმატებლობაში მწვრთნელის დადანაშაულება ძალიან ადვილია, მაგრამ ამ ვითარებაში სტეინს ძალიან ცოტა რამ შეუძლია გააკეთოს. გუნდში კვალიფიციური ფეხბურთელების დეფიციტია, ამიტომ ასეთ პირობებში შედეგის მიღწევა ურთულესი ამოცანაა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სეზონის დაწყებამდე ფეხბურთელების შერჩევაში მწვრთნელი საერთოდ არ მონაწილეობდა. ის უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო, სატრანსფერო პოლიტიკაში ჩარეულიყო და ვითარება შეეცვალა.

„უტრეხტთან“ მატჩში „აიაქსი“ საშინელი სანახავი იყო, მაგრამ რა უნდა შეცვალოს სტეინმა, როდესაც ამ დონის გუნდისთვის საკმარისად კარგი მოთამაშეები არ ჰყავს? ასეთ პირობებში მწვრთნელის საქმე ძალიან რთულდება.

ვინ იქნება იდეალური შემცვლელი? ჩემი აზრით, ასეთი ლუი ვან გაალია. ის არის ადამიანი, რომელიც „აიაქსს“ სწორ გზაზე დაბრუნებაში დაეხმარება“, – განაცხადა სნეიდერმა Today Inside-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ „აიაქსი“ ნიდერლანდების ჩემპიონატში ბოლოდან მეორე ადგილზეა.