უეს მიტჩელი - თუ თურქეთი რუსეთისგან სარაკეტო სისტემა С-400-ებს შეიძენს, მაშინ აშშ-ი ანკარას სანქციებს დაუწესებს
უეს მიტჩელი - თუ თურქეთი რუსეთისგან სარაკეტო სისტემა С-400-ებს შეიძენს, მაშინ აშშ-ი ანკარას სანქციებს დაუწესებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის განცხადებით, თუ თურქეთი რუსეთისგან სარაკეტო სისტემა С-400-ს შეიძენს, მაშინ ვაშინგტონი ანკარას სანქციებს დაუწესებს. ეს განცხადება უეს მიტჩელმა სენატში გამართულ მოსმენაზე გააკეთა.

მისი თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ არაერთხელ გააფრთხილა თურქეთის მთავრობის წევრები, რომ რუსეთისგან ამ იარაღის შეძენა აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება.

„ჩვენ არაერთი შეხვედრის დროს მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთისგან შეიარაღების შეძენას მოჰყვება შედეგები. პირველ რიგში, ეს ეხება კონგრესის მიერ შარშან აგვისტოში მიღებულ კანონში არსებულ ჩანაწერს. ჩვენ აუცილებად შევასრულებთ ამ ჩანაწერის მოთხოვნას. თუ დადასტურდება, რომ თურქეთმა რუსეთისგან შეიარაღება შეიძინა, მაშინ აშშ-ისა და თურქეთის ურთიერთობები დაზარალდება და ამის გამოსწორება რთული იქნება. ჩვენ ღიად ვაცხადებთ, რომ ეს აისახება ჩვენი ქვეყნების სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე. მათ შორის ერთობლივ პროექტზე, რომლიც გამანადგურებელ F-35-ების შექმნას ეხება“ – განაცხადა უეს მიტჩელმა.

შეგახსენებთ, „აშშ-ის მეტოქეებისადმი სანქციების გზით წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“ კანონი, რომელიც კონგრესმა შარშან მიიღო, ვაშინგტონს ავალდებულებს, სანქციები დაუწესოს ყველა იმ სახელმწიფოს, რომელიც რუსეთისგან სამხედრო ტექნოლოგიებს შეისყიდის.