ვეს მიტჩელი -  გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა
ვეს მიტჩელი -  გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ლიდერობით საქართველოში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ვეს მიტჩელმა ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც  მიტჩელმა აღნიშნა, უმაღლეს შეფასებას აძლევს პრემიერ-მინისტრის ოთხპუნქტიან გეგმას.

„მე უმაღლეს შეფასებას ვაძლევ პრემიერ-მინისტრის 4-პუნქტიან გეგმას, რომელიც მიზნად ისახავს ზრდის უზრუნველყოფას, და სიხარულით ვუჭერ მხარს მის გუნდს ეკონომიკური ჩართულობისა და დახმარების ფართომასშტაბიანი პროგრამების განხორციელებაში”, – განაცხადა  მიტჩელმა.