უეინ რუნის ვაჟმა ეფექტური გოლი გაიტანა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ იუნიორთა გუნდს ტიტულის მოპოვებაში დაეხმარა [ვიდეო] #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული ფორვარდის, უეინ რუნის ვაჟმა, კაი რუნიმ „წითელი ეშმაკების“ იუნიორთა გუნდი ტიტულამდე მიიყვანა.
14 წლის რუნიმ 14-წლამდელთა ეროვნული თასის ფინალში „მილუოლის“ წინააღმდეგ დიდი წვლილი შეიტანა „იუნაიტედის“ გამარჯვებაში. შეხვედრა მანჩესტერელმა იუნიორებმა 2:0 მოიგეს.
უმცროსმა რუნიმ ფინალში ანგარიში გახსნა. როცა თავზე გადაუგდო ბურთი მეტოქის მეკარეს. ეს იყო კაი რუნის მერვე გოლი ექვს სათასო შეხვედრაში.