უეფას ტურნირებზე უკრაინული და ბელარუსული გუნდები ერთმანეთს არ შეხვდებიან #1TVSPORT
უეფას ტურნირებზე უკრაინული და ბელარუსული გუნდები ერთმანეთს არ შეხვდებიან #1TVSPORT

უეფა-მ გადაწყვიტა განაცალკევოს უკრაინისა და ბელარუსის გუნდები თავისი ეგიდით გასამართი ყველა ტურნირებიდან. ამის შესახებ გამოაცხადა უეფა-ს პრესსამსახურმა.

„უეფა-ს აღმასრულებელმა კომიტეტმა დღეს მიიღო გადაწყვეტილება – არ დაუშვას ბელარუსისა და უკრაინის გუნდების ურთიერთშეხვედრები უეფა-ს ნებისმიერ ტურნირზე. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში“, – წერია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

უეფა-ს ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზია – რუსულ-ბელარუსული აგრესია უკრაინის ტერიტორიაზე.