უეფამ „ტორპედოს“ ქუთაისში თამაშის უფლება დართო

17:10, 20.07.2018

„ევროპა ლიგის“ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედომ“ მეტოქის ვინაობა გუშინ შეიტყო. მაგრამ ქუთაისში თამაშის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ფარერების „ვიკინგურს“ 26 ივლისს სახლში დაუპირისპირდება. მაგრამ ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის ლიცენზირებასთან დაკავშირებით პრობლემებია. ამის გამო, ტირასპოლის „შერიფთან“ საშინაო მატჩამდე ქუთაისში უეფამ თავისი წარმომადგენელი გამოაგზავნა და თანხმობაც მხოლოდ ამის შემდეგ განაცხადა.

პრობლემა ახლაც წარმოიქმნა. თუმცა დღეს გაირკვა, რომ უეფამ სტადიონზე თანხმობა მოგვცა – „ტორპედოს“ პრეს-სამსახურის ცნობით, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს „ტორპედო“ ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს. შეხვედრა 26 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი