უეფამ გააუქმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
უეფამ გააუქმა 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი

ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელ ფეხბურთელთა შორის გაუქმებულია კორონავირუსის პანდემიის გამო. ამის შესახებ უეფას ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.

„უეფას აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება – გააუქმოს 19-წლამდელ ფეხბურთელებს შორის ელიტური რაუნდი და ფინალური ეტაპი, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიაში უნდა გამართულიყო. მიზეზი ევროპაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ამასთან დაკავშირებით გართულებული მგზავრობაა“, – წერია უეფას განცხადებაში.

უფრო ადრე, ტურნირის ელიტრაუნდი ოქტომბრიდან ნოემბერში გადაიტანეს, „რვათა ფინალი“ კი ჩრდილოეთ ირლანდიაში 2021 წლის მარტში უნდა გამართულიყო.