ხვიჩა კვარაცხელია – მერაბ, საბა, მადლობა, კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს, იყო ქართველი #1TVSPORT

15:22, 12.11.2026

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია აბუ დაბიში მერაბ დვალიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

„მერაბ, საბა! მადლობა და თქვენ გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი. განსხვავებით იმათგან, ვინც ლაჩრულად, უკნიდან მოპარვით და უთანასწოროდ შეეცადა თქვენ დაჩაგვრას.

კაცები ასე არ იქცევიან და, რა თქმა უნდა, ეს არ გამოუვიდათ და ქართველებთან არც არასდროს გამოუვათ“, – წერს ხვიჩა კვარაცხელია.

ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ აბუ დაბიში RAF-ისთვის ინტერვიუს ჩაწერის დროს დაღესტანელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი მეგობრები მოულოდნელად თავს დაესხნენ. დაპირისპირების შედეგად დვალიშვილმა და მისმა მეგობარმა დაზიანებები მიიღეს.

მსგავსი