უეფა-მ „დინამო თბილისი“ დასაჯა - „ფეიენოორდთან“ განმეორებითი მატჩი „დინამო არენაზე“ მაყურებლის გარეშე ჩაივლის
ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ფეიენოორდთან“ „დინამო არენაზე“ მაყურებლების გარეშე ჩაივლის.
უეფა-ს ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილება შემდეგია:
„უეფა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე (დინამო – გაბალა), „დინამო თბილისის“ გულშემატკივრების რასისტული ქმედების გამო:
კლუბი დაჯარიმდება 50 000 ევროთი;
აეკრძალება უეფა-ს ეგიდით გასამართ შემდეგ მატჩზე (დინამო – ფეიენოორდი) მაყურებლის დასწრება, ასევე კლუბი ვალდებულია, სტადიონზე გამოფინოს ბანერი #EqualGame“, – ნათქვამია უეფა-ს ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილებაში.