უეფა-მ „დინამო თბილისი“ დასაჯა – „ფეიენოორდთან“ განმეორებითი მატჩი „დინამო არენაზე“ მაყურებლის გარეშე ჩაივლის

20:38, 08.08.2019

ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი „ფეიენოორდთან“ „დინამო არენაზე“ მაყურებლების გარეშე ჩაივლის.

უეფა-ს ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილება შემდეგია:

„უეფა ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე (დინამო – გაბალა), „დინამო თბილისის“ გულშემატკივრების რასისტული ქმედების გამო:

კლუბი დაჯარიმდება 50 000 ევროთი;

აეკრძალება უეფა-ს ეგიდით გასამართ შემდეგ მატჩზე (დინამო – ფეიენოორდი) მაყურებლის დასწრება, ასევე კლუბი ვალდებულია, სტადიონზე გამოფინოს ბანერი #EqualGame“, – ნათქვამია უეფა-ს ეთიკისა და დისციპლინური ორგანოს გადაწყვეტილებაში.

მსგავსი