უეფამ დავითაშვილი საუკეთესო ახალგაზრდებში დაასახელა
უეფამ დავითაშვილი საუკეთესო ახალგაზრდებში დაასახელა

უეფას ჟურნალისტებმა ევროპის 50 ახალგაზრდა მოთამაშე დაასახელეს, რომლებსაც უახლოეს წლებში შეუძლიათ უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალ ვარსკვლავები გახდნენ. მათ შორის საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევი ნახევარმცველი ზუკა დავითაშვილიც მოხვდა.

რუსეთის პრემიერლიგის მოთამაშეებიდან სიაში ოთხი ფეხბურთელი შეიყვანეს, რუსი კი მხოლოდ ცსკა-ს 17 წლის მცველი ვადიმ კარპოვია. დავითაშვილისა და კარპოვის გარდა, საუკეთესოებში ასევე დაასახელეს „კრასნოდარის“ 20 წლის დაღესტნელი თავდამსხმელი მაგომედ-შაპი სულეიმანოვი და ცსკა-ს 20 წლის ისლანდიელი ნახევარმცველი არნორ სიგურდსონი.

„ზურიკო დავითაშვილისთვის საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთის პრემიერლიგაში გადასვლამ აშკარა სირთულეების გარეშე ჩაიარა. მამამისი, სულიკო დავითაშვილი შედეგიანი თავდამსხმელი იყო. მისი ვაჟი 19 წლის ასაკში საქართველოს ნაკრებში თამაშობს,“ – წერს უეფას გვერდი „რუბინის“ 19 წლის ქართველ ნახევარმცველზე.