უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ნომინანტები დაასახელა
უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2018-19 წლების სეზონის ნომინანტები დაასახელა
უეფამ ამპლუების მიხედვით დაასახელა ნომინანტები 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე. თითოეულ პოზიციაზე გამარჯვებულები 29 აგვისტოს დასახელდებიან, მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს.
მეკარეები – ალისონი (ლივერპული), ლორისი (ტოტენჰემი), ტერ შტეგენი (ბარსელონა);
მცველები – ალექსანდერ-არნოლდი (ლივერპული), დე ლიგტი (აიაქსი/იუვენტუსი), ვან დეიკი (ლივერპული);
ნახევარმცველები – ჰენდერსონი (ლივერპული), დე იონგი (აიაქსი/ბარსელონა), ერიქსენი (ტოტენჰემი);
ფორვარდები – მანე (ლივერპული), მესი (ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (ტოტენჰემი).
ჟიურიში შევიდა იმ 32 კლუბის მწვრთნელი, რომლებიც 2018-19 წლების ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს, აგრეთვე, თითო ჟურნალისტი უეფას წევრი 55 ქვეყნიდან.