უეფამ „აიაქსი“ დააჯარიმა
უეფამ „აიაქსი“ დააჯარიმა

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ მეტოქე ამსტერდამის „აიაქსი“ ფეხბურთის ზემდგომმა ორგანომ „რეალთან“ გამართული მატჩის გამო დააჯარიმა.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ ამსტერდამელები ნივთებს ისროდნენ, პიროტექნიკას იყენებდნენ და არაადეკვატური ქცევების გამო ტრიბუნებიც კი დააზიანეს.

აღნიშნული ფაქტის გამო მადრიდელებმა უეფას საჩივრით მიმართეს, რასაც დაყოვნება არ მოჰყოლია და სტუმრები დააჯარიმეს.

„აიაქსის“ ხელმძღვანელობამ უახლოესი 30 დღიან მანძილზე ესპანელებს 23 ათასი ევრო უნდა გადაურიცხონ.