უეფა-მ 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე ნომინანტები დაასახელა

16:49, 15.08.2019

გამოცხადდა უეფას ვერსიით 2018-19 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე სამი ფინალისტის სია.

პრესტიჟულ ჯილდოზე ნომინანტები არიან: „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი, „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო და „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი.

გამარჯვებული გამოცხადდება 29 აგვისტოს, მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის დროს.

მსგავსი