უეფა-მ 20 აპრილამდე გადაწია ევრო 2020-ზე მაყურებლების დასწრების საკითხი #1TVSPORT
უეფა-ს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება – 20 აპრილს განიხილოს ევროპის მომავალ ჩემპიონატზე მაყურებლის დაშვების საკითხი. ამის შესახებ ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა განაცხადა.
ადრე უეფა-მ გამოაცხადა, რომ ტურნირის მატჩებზე გულშემატკივრების დასწრების ფორმატთან დაკავშირებით შვიდ აპრილს ჩამოყალიბდებოდა. ამასთან, ორგანიზაცია იმედოვნებდა, რომ ევროპის ჩემპიონატის თამაშებზე არენები მინიმუმ 50 პროცენტით შეივსებოდა.
„ჩვენ დავთქვით ბოლო ვადა – 20 აპრილი იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ მაყურებლების საკითხზე, – თქვა ჩეფერინმა. – იდეალური სცენარი იქნება ტურნირის ჩატარება ადრე დასახელებულ 12 ქალაქში, მაგრამ თუ ეს შეუძლებელია გახდება, ევრო 2020-ს უმასპინძლებს 11 ან 10 ქვეყანა. ეს ის შემთხვევაში მოხდება, თუ რომელიმე ქალაქი ვერ დააკმაყოფილებს საჭირო მოთხოვნებს“.
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 202 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისამდე 12 ევროპულ ქალაქში გაიმართება – ლონდონში, მიუნხენში, ბაქოში, რომში, ბუქარესტში, დუბლინში, კოპენჰაგენში, ბილბაოში, გლაზგოში, ბუდაპეშტში, ამსტერდამსა და სანკტ-პეტერბურგში.