უეფა-მ კომენტარი გააკეთა რუსეთის ჩემპიონატში ყირიმის კლუბების ინტეგრაციაზე.
უფრო ადრე, „სევასტოპოლმა“ და იალტას „რუბინმა“ მიიღეს ატესტაციები რუსეთის მეორე ლიგაში გამოსვლაზე. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის საფეხბურთო ასოციაციამ მოსთხოვა ფიფა-სა და უეფა-ს საკუთარი რიგებიდან რუსეთის გარიცხვა.
„რაც შეეხება სიტუაციას ყირიმში, საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებით უეფას კომისიის 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილების შესაბამისად, უეფა-მ მიიღო გადაწყვეტილება – აუკრძალოს ყირიმის კლუბებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობა.
2015 წლის 1 იანვრიდან რეგიონი განიხილება, როგორც „სპეციალური ზონა“ საფეხბურთო მიზნებისთვის“, – წერია უეფა-ს განცხადებაში.