უეფა ყირიმის კლუბებზე გადაწყვეტილებას ამზადებს #1TVSPORT
უეფა ყირიმის კლუბებზე გადაწყვეტილებას ამზადებს #1TVSPORT

უეფა ამზადებს შეფასებას ყირიმის კლუბების რუსეთის მეორე ლიგაში მონაწილეობის თაობაზე.

სამშაბათს უკრაინის საფეხბურთო ასოციაციამ მიმართა ფიფა-სა და უეფა-ს მოთხოვნით – გარიცხონ რუსეთის საფეხბურთო კავშირი საკუთარი რიგებიდან ყირიმის კლუბების რუსეთის ჩემპიონატში მონაწილეობის გამო.

„დღეს ჩვენ ვაფასებთ სიტუაციას 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების ჭრილში, რომელიც უკრძალავს ყირიმის კლუბებს რუსეთის საფეხბურთო კავშირის ეგიდით ჩატარებულ ტურნირებში მონაწილეობას და აცხადებს ყირიმს „განსაკუთრებულ“ ზონად. ჩვენ კონტაქტში ვართ რუსეთის საფეხბურთო კავშირთან და უკრაინის საფეხბურთო ასოციაციასთან“, – დაწერა უეფა-ს პრესსამსახურმა.