უეფა-ში წილისყრამ საქართველოს კიბერნაკრების მეტოქეები გაარკვია
უეფა-ში წილისყრამ საქართველოს კიბერნაკრების მეტოქეები გაარკვია

საქართველოს კიბერნაკრები საფეხბურთო სიმულატორ PES-ის 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე F ჯგუფში იასპარეზებს. ეს ნიონში გამართული წილისყრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ჩვენი კიბერნაკრების მეტოქეები კოსოვოს, ჩრდილოეთ ირლანდიის, ბელარუსის, ლიტვის და ლუქსემბურგის ნაკრებები იქნებიან.

შესარჩევი ეტაპის შეხვედრები მარტიდან მაისამდე გაგრძელდება. ტურნირის ფინალური ეტაპი, რომელშიც მონაწილეობას 16 გუნდი მიიღებს, 9-10 ივლისს ლონდონში გაიმართება.

საქართველოს ნაკრებს ტურნირზე ორი მოთამაშე – გიორგი საკანდელიძე და ალექსანდრე მომოტოვი წარმოადგენს, რომლებმაც დეკემბერში გამართულ PES 2020-ის საქართველოს ჩემპიონატზე პირველი-მეორე ადგილები დაიკავეს.