უეფა-ს პრეზიდენტი - რუსული გუნდები დაბრუნდებიან, როცა უკრაინის მოვლენები დასრულდება #1TVSPORT
უეფა-ს პრეზიდენტი - რუსული გუნდები დაბრუნდებიან, როცა უკრაინის მოვლენები დასრულდება #1TVSPORT

უეფა-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა რუსული გუნდების ევროტურნირებიდან იზოლირების შესახებ ილაპარაკა.

„რუსული გუნდები დაბრუნდებიან საერთაშორისო ფეხბურთში მაშინ, როცა უკრაინაში რუსული ომი დასრულდება“, – განაცხადა ჩეფერინმა გამოცემა Sportklub-თან ინტერვიუში.

უეფა-მ და ფიფა-მ 2022 წლის 28 თებერვალს უკრაინაში რუსული აგრესიის მიზეზით რუსული კლუბები და ეროვნული ნაკრები ჩამოაშორეს საერთაშორისო ტურნირებს.