უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული კახეთში დაიწყო #1TVSPORT
საქართველოში მასობრივი ფეხბურთის კვირეული დაიწყო. სფფ-ის ლაგოდეხის ტექნიკური ცენტრში უეფა-ს პროგრამაში კახეთის 4 მუნიციპალიტეტის, მე-8 საჯარო სკოლის ბავშვებს შორის სახალისო მატჩები გაიმართა.
უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული 2 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები საქართველოს რამდენიმე რეგიონს ესტუმრებიან. ღონისძიებები ასევე ჩატარდება სამტრედიაში, ქუთაისსა და თბილისში.
უეფა-ს მასობრივი ფეხბურთის კვირეული მთელი ევროპის მასშტაბით ყოველწლიურად იმართება და მიზნად ფეხბურთის პოპულარიზაციას და ფეხბურთში ჩართული ადამიანების რაოდენობის ზრდას ისახავს.
მონაწილე გუნდებს, ღონისძიების ბოლოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა – კახა ჭუმბურიძემ სიმბოლური საჩუქრები და სიგელები გადასცა.