უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
უეფა-ს კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

უეფა-ს კონფერენს ლიგის 2025/2026 წლის სეზონის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გუნდების სავარაუდო მეტოქეები ცნობილია.

მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონი „იბერია“ უელსის „ნიუ სეინტსსა“ და ლუქსემბურგის „დიფერდანჟს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საქართველოს თასის მფლობელი „სპაერის“ სავარაუდო მეტოქე პოლონურ „ლეგიასა“ და ჩეხურ „ბანიკს“ შორის მოგებული იქნება. ქუთაისის „ტორპედო“ ბერძნულ „არისსა“ და აზერბაიჯანულ „არაზს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება, ხოლო გორის „დილა“ მეორე ეტაპზე წარმატების შემთხვევაში ან ისრაელის „ბეითარს“ შეხვდება, ან მონტენეგროს „სუტიესკას“.

ქართული გუნდების მატჩები კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე:

23 ივლისი, 29 ივლისი | „ლევადია“ (ესტონეთი) – თბილისის „იბერია“
24 ივლისი, 31 ივლისი | ქუთაისის „ტორპედო“ – „ომონია“ (კვიპროსი)
24 ივლისი, 31 ივლისი | „რიგა“ (ლატვია) – გორის „დილა“
24 ივლისი, 31 ივლისი | „აუსტრია“ (ავსტრია) – თბილისის „სპაერი“