საქართველოს 16-წლამდელ გოგონათა საფეხბურთო ნაკრებმა უეფა-ს განვითარების ტურნირზე სამივე თამაში მოიგო და ქალთა ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილები ტურნირის გადამწყვეტ, მესამე ტურში „მიხეილ მესხი 2“-ზე ბელარუსის ნაკრებს დაუპირისპირდნენ. დაძაბული მატჩი საბოლოოდ ქართველების გამარჯვებით დასრულდა 1:0. ერთადერთი გოლი ნათია წოწერიას ანგარიშზეა.
საქართველოს გოგონათა 16-წლამდე ნაკრებმა განვითარების თასზე ჩატარებული სამივე შეხვედრა მოიგო და ოთხთა ტურნირი ცხრა ქულით დაასრულა.