უეფა-ს განვითარების თასი | 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ალბანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა #1TVSPORT
უეფა-ს განვითარების თასი | 16-წლამდე გოგონათა ნაკრები ალბანეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა უეფა-ს განვითარების თასზე პირველი მატჩი ალბანეთთან გამართა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

ტირანაში, ტურნირის მასპინძელთან ჩატარებული შეხვდერის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა. მასპინძლებმა ანგარიში 26-ე წუთზე გახსნეს. დასარტყმელ პოზიციაზე კეისი დემირაი გავიდა და გუნდი დააწინაურა.

საქართველოს ნაკრებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისშივე აღადგინა. 48-ე წუთზე მასპინძლებმა საკუთარ საჯარიმოში ჩენი მოთამაშე მოცელეს და მათ კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც ნატო გუტიკაშვილმა უნაკლოდ შეასრულა.

ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ, დაინიშნა 11-მეტრიანების სერია, რომელიც ალბანეთის ნაკრებმა უკეთ შეასრულა – 5:4.

უეფა-ს განვითარების თასის მეორე მატჩს სალომე ხუბულურის გუნდი 15 აპრილს, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.