უეფა მატჩებში მეოთხე ცვლილების წესს შემოიღებს
უეფა მატჩებში მეოთხე ცვლილების წესს შემოიღებს

უეფა უახლოეს პერიოდში აპირებს, დაამტკიცოს წესი, რომელიც მისი ეგიდით ჩატარებულ ყველა ტურნირზე გუნდებს მეოთხე ცვლილების განხორციელების უფლებას მისცემს, – ინფორმაციას გაზეთი Marca ავრცელებს.

ევროპის მთავარ საფეხბურთო ორგანიზაციაში შეწუხებული არიან ფეხბურთელთა დატვირთვებით, რაც სეზონის განმავლობაში მატჩების დიდი რაოდენობით არის გამოწვეული.

უეფა კმაყოფილი დარჩა ცვლილებების ტესტირებით ევროპის ახალგაზრდულ და იუნიორთა ჩემპიონატებზე, აგრეთვე ქალებს შორის ევროპის პირველობაზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ნება დართო კლუბებს, განეხორციელებინათ მეოთხე ცვლილება ქვეყნის თასის მატჩების დამატებით დროში.

დატოვე კომენტარი