უეფა-მ ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეოკონფერენცია დაგეგმა
უეფა-მ ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეოკონფერენცია დაგეგმა

უეფა-ს ცნობით, მომდევნო ხუთშაბათს, 23 აპრილს ახალი ტელეკონფერენცია გაიმართება, რომელიც ეროვნული ჩემპიონატებისა და ევროპის თასების უახლოეს მომავალს მიეძღვნება.

ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები და გარდაცვალების ფაქტები თანდათან მცირდება. უეფა-ში ამის საფუძველზე განაცხადეს, რომ შემდეგ ხუთშაბათს დაგეგმილი ტელეკონფერენცია ეროვნული ჩემპიონატებისა და ევროპული თასების უახლოეს მომავალთან დაკავშირებით, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება.

ევროპის კონფედერაციის აღმასრულებელი კომიტეტი, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის დასასრულებლად მინიმუმ ერთ ნეიტრალურ მატჩს განიხილავს, 55 წევრ ეროვნულ ფედერაციასთან ტელეკონფერენციაზე იმსჯელებს, რა გზა უნდა აირჩიოს ევროპულმა ფეხბურთმა.