უეფა-მ შეაფასა ჩემპიონთა ლიგაზე საუდის არაბეთის ჩემპიონის მონაწილეობის შესაძლებლობა #1TVSPORT
უეფა-მ შეაფასა ჩემპიონთა ლიგაზე საუდის არაბეთის ჩემპიონის მონაწილეობის შესაძლებლობა #1TVSPORT

უეფა-მ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთის კლუბები, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მონაწილეები გახდნენ.

გამოცემა Foot Mercato ამტკიცებს, რომ უეფა არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციასთან ამ საკითხზე. უეფა-ს წარმომადგენლების სიტყვებით, მსგავსმა ინიციატივამ, შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დააყენოს ურთიერთობა აზიის საფეხბურთო კონფედერაციასთან.

უფრო ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაციამ უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში, შეიძლება, უეფა-ს მიმართოს თხოვნით – მისცეს ქვეყნის ჩემპიონს უაილდ ქარდი 2024-25 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობაზე.