უეფა-მ „სან სიროს“ 2027 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩატარების უფლება ჩამოართვა #1TVSPORT
უეფა-ს საბჭომ ქალაქ მილანის სტადიონს 2026-27 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა.
„იმის გამო, რომ მილანის მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა გარანტია, რომ ქალაქში რეკონსტრუქცია არ შეეხება „სან სიროს“ სტადიონსა და მის მომდებარე ტერიტორიას, დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება – განახლდეს განაცხადების მიღება 2026-27 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალის ორგანიზებაზე.
სავარაუდოდ, ახალი სტადიონის შესახებ გადაწყვეტილება 2025 წლის მაისში ან ივნისში იქნება მიღებული“, – წერია უეფა-ს ოფიციალურ განცხადებაში.