უეფა-მ ევრო 2024-ის ბურთი წარადგინა #1TVSPORT
უეფა-მ ევრო 2024-ის ბურთი წარადგინა #1TVSPORT

ევრო 2024-ის სტარტამდე შვიდი თვით ადრე უეფა-მ ტურნირის ოფიციალური ბურთი წარადგინა.

ბურთის სახელწოდებაა Fussballliebe (ფეხბურთის სიყვარული). მასზე დატანილია გერმანიის იმ სტადიონების გამოსახულებები, რომლებზეც ევრო 2024-ის მატჩები გაიმართება.

Fussballliebe აღჭურვილია Connected Ball-ის ტექნოლოგიით, რომელიც დაეხმარება VAR-ს უფრო ზუსტი მონაცემებით. მას ევროპის ჩემპიონატზე პირველად გამოიყენებენ.

ბურთის პრეზენტაცია ბერლინში ოლიმპიურ სტადიონზე შედგა.