უეფა-მ და კონმებოლ-მა ახალი ჯილდო დააარსეს - ევროპის ლიგის გამარჯვებული სუდამერიკანას თასის მფლობელს შეხვდება #1TVSPORT
ევროპულმა და სამხრეთამერიკულმა მთავარმა საფეხბურთო ორგანიზაციებმა – უეფა-მ და კონმებოლმა ახალი პრიზის, „გამოწვევის თასის“ დაარსების შესახებ გამოაცხადეს, რომლისთვისაც კონტინენტების რანგით მეორე საკლუბო ტურნირების – ევროპის ლიგისა და სუდამერიკანას თასის გამარჯვებულები იბრძოლებენ.
„გამოწვევის თასის“ პირველი შეხვედრა 19 ივლისს გაიმართება – „სევილია“ საკუთარ მოედანზე მიიღებს ეკვადორის „ინდეპენდიენტე დელ ვალეს“. შეხვედრის სახელწოდება იქნება – „ანტონიო პუერტა XII“ – „სევილიის“ ფეხბურთელის, ანტონიო პუერტას პატივსაცემად, რომელიც 2007 წელს, 22 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
ცნობილი ხდება, რომ „გამოწვევის თასის“ ფინალში გათვალისწინებული არ არის დამატებითი დრო – ფრის შემთხვევაში პირდაპირ დაინიშნება პენალტების სერია.