უეფა-მ ოფიციალურად გამოაცხადა ჩემპიონთა ლიგის ორი განმეორებითი მერვედფინალის გაუქმების შესახებ.
დათქმულ დროს არ გაიმართება შეხვედრა „იუვენტუსსა“ და „ლიონს“ შორის. ასევე უეფა-მ დაადასტურა „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ მერვედფინალის გაუქმება.
ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ „იუვენტუსისა“ და „რეალის“ მოთამაშეები კარანტინში არიან კორონავირუსის ეპიდემიის გამო.