უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალი დროებით გააუქმა
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ორი მერვედფინალი დროებით გააუქმა

უეფა-მ ოფიციალურად გამოაცხადა ჩემპიონთა ლიგის ორი განმეორებითი მერვედფინალის გაუქმების შესახებ.

დათქმულ დროს არ გაიმართება შეხვედრა „იუვენტუსსა“ და „ლიონს“ შორის. ასევე უეფა-მ დაადასტურა „მანჩესტერ სიტისა“ და „რეალის“ მერვედფინალის გაუქმება.

ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი გახდა ის, რომ „იუვენტუსისა“ და „რეალის“ მოთამაშეები კარანტინში არიან კორონავირუსის ეპიდემიის გამო.