უეფა-მ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა, რომ დამატებით დროში მეოთხე ცვლილების წესი შემოაქვს.
ახალი წესი ეხება პრაქტიკულად ყველა ტურნირს, რომელიც უეფა-ს ეგიდით ტარდება, მათ შორის მთავარ ტურნირებს – ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ლიგას, უეფა-ს სუპერთასს, ევროპის ჩემპიონატს, ერთა ლიგას (ფინალურ ეტაპს) და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ მეოთხე შეცვლის წესი პირველად მოქმედებს მსოფლიო ჩემპიონატზე.