უეფა-მ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ცვლილების წესი შემოიღო
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე ცვლილების წესი შემოიღო

უეფა-მ თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაცხადა, რომ დამატებით დროში მეოთხე ცვლილების წესი შემოაქვს.

ახალი წესი ეხება პრაქტიკულად ყველა ტურნირს, რომელიც უეფა-ს ეგიდით ტარდება, მათ შორის მთავარ ტურნირებს – ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ლიგას, უეფა-ს სუპერთასს, ევროპის ჩემპიონატს, ერთა ლიგას (ფინალურ ეტაპს) და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ მეოთხე შეცვლის წესი პირველად მოქმედებს მსოფლიო ჩემპიონატზე.