უეფა-მ აჩვენა როგორ წარიმართება ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგის წილისყრა [ვიდეო] #1TVSPORT
2024-25 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგა სრულიად ახალი ფორმატით გაიმართება. ძირითადი რაუნდის 36 გუნდი, ჯგუფური ტურნირის ნაცვლად, ერთიან ლიგაში ითამაშებს. თითოეული გუნდი ჩაატარებს რვა შეხვედრას რვა სხვადასხვა მოწინააღმდეგესთან – ოთხ მატჩს შინ და ოთხს სტუმრად.
ეს ფორმატი მნიშვნელოვნად ართულებს წილისყრის პროცესს, ამიტომაც ახალ სეზონში მას არა ხელით, არამედ სპეციალური კომპიუტერული პროგრამის დახმარებით ჩაატარებენ, რომელიც კომპანია AE Live-მა წარმოადგინა. უეფა-მ უკვე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც აჩვენებს, როგორ წარიმართება წილისყრა.
წილისყრა დაიწყება პირველი კალათიდან, რომელშიც ყველა ცხრა გუნდი თანმიმდევრობით მიიღებს რვა მეტოქეს. პროცედურა გაგრძელდება სხვა კალათებით კლებადობის პრინციპით იქამდე, სანამ ყველა გუნდს არ ეცოდინება თავისი რვა მეტოქე.
პროგრამული უზრუნველყოფა წილისყრისას შემთხვევითობის სრულ გარანტიას იძლევა. თითოეული გუნდი ოთხი კალათიდან ორ-ორ მოწინააღმდეგეს მიიღებს.