უეფა ევროთასების ახალ ფორმატს განიხილავს სამი დივიზიონით - სუპერლიგა, ევროპის ლიგა და პრეტენდენტთა ლიგა #1TVSPORT
უეფა ევროთასების ახალ ფორმატს განიხილავს სამი დივიზიონით - სუპერლიგა, ევროპის ლიგა და პრეტენდენტთა ლიგა #1TVSPORT

უეფა ევროტურნირების ახალ ფორმატზე მუშაობს.

ესპანური გაზეთის El Pais-ის ინფორმაციით, უეფა ევროპული კლუბების ასოციაციასთან (ECA) ერთად ამუშავებს ახალი ტურნირის კონცეფციას, რომელიც სამი დივიზიონისგან იქნება შემდგარი. პროექტის განხილვა გაიმართა სექტემბრის ბოლოს, ოღონდ ცვლილებები 2027 წლამდე ადრე არ განხორციელდება.

იტყობინებიან, რომ ახალი ტურნირის პროექტი ითვალისწინებს სამ დივიზიონს – სუპერლიგას, ევროპის ლიგას და პრეტენდენტთა ლიგას. თითოეულ დივიზიონში 18 გუნდი ითამაშებს. გათვალისწინებული იქნება დივიზიონებში დაწინაურება და დაქვეითება: ორ-ორი გუნდი სუპერლიგასა და ევროპის ლიგას შორის და ოთხ-ოთხი გუნდი – ევროპის ლიგასა და პრეტენდენტთა ლიგას შორის. გარდა ამისა, კლასში დაწინაურება ან დაქვეითება არ იქნება დამოკიდებული ერთი სეზონის შედეგზე, არამედ ბოლო სამი ან ხუთი წლის საშუალო მაჩვენებლებზე.

იმისთვის, რომ გადაიჭრას კალენდართან დაკავშირებული პრობლემები, თითოეული დივიზიონი ტურნირის დასკვნითი სტადიიდან შეიძლება ორ ჯგუფად გაიყოს. ასევე სუპერლიგის სატურნირო ცხრილში შესაძლებელია, გათვალისწინებული იყოს გუნდების შედეგები ეროვნულ ჩემპიონატებში.

კლუბების განაცხადები 34 ფეხბურთელამდე იქნება გაზრდილი.