უეფა - ევროპის ჩემპიონატის ბილეთებში გადახდილი ფული გულშემატკივრებს სრულად დაუბრუნდებათ
უეფა - ევროპის ჩემპიონატის ბილეთებში გადახდილი ფული გულშემატკივრებს სრულად დაუბრუნდებათ

უეფამ თავის ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ ყველა გულშემატკივარს, რომელსაც ევრო2020-ის ბილეთები შეძენილი აქვს, მათი დაბრუნება შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 17 მარტს, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კონტინენტის პირველობის ერთი წლით გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

„უეფა არწმუნებს ევროპის ჩემპიონატის ბილეთების მფლობელებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2021 წელს თამაშებს ვერ დაესწრებიან, გადახდილი თანხა სრულად დაუბრუნდებათ უკან“, – ნათქვამია უეფას ოფიციალურ განცხადებაში.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი 12 ქვეყანაში უნდა გამართულიყო 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ტურნირი 2021 წლის ზაფხულამდე იქნა გადადებული.

შეგახსენებთ, რომ ასევე გადაიდო პლეიოფის მატჩები საქართველოს, ბელარუსის, კოსოვოსა და მაკედიონიის მონაწილეობით, რომლებიც 26 და 31 მარტს უნდა გამართულიყო. არსებული ინფორმაციით, ეს თამაშები მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.