რაულ გონსალესი „რეალ ოვიედოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა #1TVSPORT

18:01, 09.11.2026

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარული თავდამსხმელი რაულ გონსალესი სამწვრთნელო კარიერას ესპანეთის ლა ლიგა 2-ის კლუბ „რეალ ოვიედოში“ გააგრძელებს, – ინფორმაცია ასტურიულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

49 წლის ესპანელმა სპეციალისტმა „რეალ ოვიედოსთან“ კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა. მან მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ხულიან კალერო შეცვალა, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობამ „კადისთან“ სტუმრად მოგებული მატჩის (2:1) მიუხედავად გაათავისუფლა.

რაულისთვის ეს პირველი გამოცდილება იქნება პროფესიონალური კლუბის პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. მან სამწვრთნელო კარიერა 2018 წელს მადრიდის „რეალის“ აკადემიაში დაიწყო, 2020 წელს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად უეფა-ს ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მოგვიანებით კი ექვსი სეზონის განმავლობაში „რეალ მადრიდ კასტილიას“ ხელმძღვანელობდა.

„რეალის“ ყოფილმა კაპიტანმა ფეხბურთელის კარიერის უდიდესი ნაწილი მადრიდულ კლუბში გაატარა, რომლის შემადგენლობაშიც ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონი გახდა და სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ამჟამად „რეალ ოვიედოს“ 13 ტურის შემდეგ 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. რაულის მთავარი ამოცანა გუნდის ლა ლიგაში დაბრუნება იქნება. მისი სადებიუტო შეხვედრა 14 ნოემბერს, „ჟირონას“ წინააღმდეგ გაიმართება.

მსგავსი