უეფა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მაყურებლების დაშვებას აპირებს
უეფა ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მაყურებლების დაშვებას აპირებს

უეფამ გამოთქვა მზადყოფნა იმის შესახებ, რომ დაუშვას მაყურებელი ჩემპიონთა ლიგის 2020-21 წლების სეზონის მატჩებზე.

ესპანური გამოცემა „მუნდო დეპორტივოს“ ინფორმაციით, უეფამ დადებითად შეაფასა მაყურებლების თანდასწრებით სუპერთასის ჩატარება და ექსპერიმენტს წარმატებული უწოდა. გასულ კვირას, „ბაიერნისა“ და „სევილიას“ მატჩის დროს, ბუდაპეშტის არენის ტრიბუნები 30 პროცენტით იყო შევსებული.

ამასთან დაკავშირებით, უახლოეს ორშაბათს უეფა გამოაცხადებს გადაწყვეტილებას – დაუშვას ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე მაყურებელი, თუ ადგილობრივი მთავრობების ნებართვა იქნება.

ამ მომენტისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო, გულშემატკივრებს აკრძალული აქვთ მატჩებზე დასწრება.