უეფა ამ სეზონში ხუთი ცვლილების წესს შეინარჩუნებს

11:39, 24.09.2020

უეფამ გადაწყვიტა 2020-21 წლების სეზონის ევროთასებზე ხუთი ცვლილების წესი შეინარჩუნოს.

ბრიტანული გაზეთის „დეილი მეილის“ ინფორმაციით, ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებენ აღმასკომის უახლოეს სხდომაზე, რომელიც 24 სექტემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ხუთი ცვლილების წესი მაისში მიიღეს, რათა კლუბებს კორონავირუსით მიღებული ზარალის გამო დახმარებოდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭომ შეინარჩუნა ეს წესი 2020-21 წლების სეზონისთვის. ამასთან, ინგლისის პრემიერლიგის კლუბები მატჩში სამი ცვლილების დაბრუნების მხარდაჭერით გამოვიდნენ.

მსგავსი