უეფა აღარ აპირებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვის 32-მდე გაზრდას #1TVSPORT
უეფა აღარ აპირებს ევროპის ჩემპიონატის მონაწილეთა რიცხვის 32-მდე გაზრდას #1TVSPORT

უეფა უარს იტყვის ევროპის ჩემპიონატის მომდევნო გაფართოებაზე.

ბრიტანული გაზეთი Daily Mail წერს, რომ ევროპის მთავარი საფეხბურთო ორგანიზაცია აპირებს უარი თქვას 2028 წლიდან ტურნირის 32 გუნდამდე გაზრდაზე.

ევროპულმა სამაუწყებლო კომპანიებმა აცნობეს უეფა-ს, რომ ტურნირს, რომელშიც ევროპის 55 ქვეყნიდან 32 მიიღებს მონაწილეობას, არ ექნება დიდი კომერციული ღირებულება. ამის მიზეზი გახდება ბევრი მატჩის შედეგის იოლი პროგნოზირება და ისეთი მატჩების რაოდენობის გაზრდა, რომლებსაც მნიშვნელობა ექნება დაკარგული.

უეფა განიხილავდა სხვა ვარიანტებსაც. მაგალითად, ტრადიციულ შესარჩევ ჯგუფებზე უარის თქმას გამოვარდნაზე მატჩების სასარგებლოდ, მაგრამ ამ წინადადებასაც არ ჰქონია მოწონება სამაუწყებლო და კომერციული პარტნიორების მხრიდან.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლიდან, ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მონაწილეთა რიცხვი 16-დან 24-მდე გაიზარდა.