უძლიერეს მამაკაცთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება #1TVSPORT
6-7 მაისს, რიყის პარკში, შუშის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათზე ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი უძლიერეს მამაკაცთა შორის.
შეჯობრებაში მონაწილეობას მიიღებენ – კონსტანტინე ჯანაშია, ჭაბუკი ჭიღლაძე, ნიკა ლეკაიძე და ლუკა ჩიკვილაძე.
ორგანიზატორები მაყურებელს შთამბეჭდავ სანახაობას პირდებიან. შეჯიბრებაზე დასწრება თავისუფალია.