უძლიერეს მამაკაცთა ჩემპიონატის გამარჯვებული კონსტანტინე ჯანაშია გახდა #1TVSPORT
უძლიერეს მამაკაცთა ჩემპიონატის გამარჯვებული კონსტანტინე ჯანაშია გახდა #1TVSPORT

თბილისში, რიყის პარკში უძლიერეს მამაკაცთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც ორი დღე მიმდინარეობდა.

შეჯიბრება ოთხ წონით კატეგორიაში ჩატარდა. ჩემპიონატში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან 50-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. სუპერმძიმე (+105 კილოგრამი) კატეგორიაში ჩემპიონი კონსტანტინე ჯანაშია („ქართველი ხარი“) გახდა.

საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:

1. კონსტანტინე ჯანაშია („ქართველი ხარი“);

2. ნიკა ლეკაიძე;

3. ჭაბუკი ჭიღლაძე.

„სპორტული კარიერა საქართველოს ჩემპიონატში გამოსვლით დავიწყე და მიხარია, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ აქ გამოსვლის საშუალება ისევ მომეცა. ბოლოს ჩემპიონატში 2019 წელს ვიასპარეზე, რადგან შემდეგ ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატი ემთხვეოდა და ფიზიკურად ვერ ვმონაწილეობდი. მიხარია, რომ მოვიგე“, – ამბობს კონსტანტინე ჯანაშია, რომელსაც ამ სახეობაში მიღებული ტრადიციის თანახმად მეტსახელით („ქართველი ხარი“) მოიხსენიებენ.