უძლიერეს მამაკაცთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება #1TVSPORT

14:03, 04.05.2023

6-7 მაისს, რიყის პარკში, შუშის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათზე ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატი უძლიერეს მამაკაცთა შორის.

შეჯობრებაში მონაწილეობას მიიღებენ – კონსტანტინე ჯანაშია, ჭაბუკი ჭიღლაძე, ნიკა ლეკაიძე და ლუკა ჩიკვილაძე.

ორგანიზატორები მაყურებელს შთამბეჭდავ სანახაობას პირდებიან. შეჯიბრებაზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი