„უდინეზეში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა
„უდინეზეში“ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა

„უდინეზეს“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ლუიჯი დელნერი დაითხოვა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ეს გადაწყვეტილება სერია A-ს მე-13 ტურში “კალიარისთან” (0:1) წაგების შემდეგ იქნა მიღებული. 67 წლის სპეციალისტის გარდა, „უდინეზეს“ დელნერის ასისტენტი ჯუზეპე ფერაცოლი დატოვებს. ეს დუეტი ამ კლუბში 2016 წლიდან მუშაობდა.

უკვე ცნობილია, რომ „უდინეზეს“ ახალი მთავარი მწვრთნელი მასიმო ოდო იქნება, რომელიც „პესკარას“ ავარჯიშებდა. დღეს, ახალმა მწვრთნელმა უდინეზელ შეგირდებთან პირველი ვარჯიში გამართა.

ამ მომენტისთვის, „უდინეზე“ 12 ქულით მე-14 ადგილზეა სერია A-ს გათამაშების ცხრილში.